LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში საქართველოს ორი მეგავარსკვლავი ეწვევა

125

14 მარტს, „Republic“-ში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ „ჩექ ინ ჯორჯიას“ დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, „ბლექ სი არენას“ დირექტორი, ანი კავლელიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები და იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი.

სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროექტი უკვე მესამედ გაიმართება და საქართველოს უამრავ რეგიონში დაგეგმილ 300-მდე ღონისძიებს მოიცავს. „ჩექ ინ ჯორჯიას“ წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხარჯება ღონისძიებებზე, რომლებშიც ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტის ფარგლებში გაიმართება „სუხიშვილების“, „ერისიონის“, „რუსთავის“ კონცერტები, საბალეტო ფესტივალი თბილისში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში, რომელსაც „ბლექ სი არენას“ გუნდი უხელმძღვანელებს, მუსიკის ფესტივალი „ოფენ ეარი“, დაგეგმილია სამი უმნიშვნელოვანესი გამოფენა, იტალიის საელჩოსთან ერთად. საქართველოში კონცერტებს გამართავენ საერთაშორისო რანგის ვარსკვლავები, მათ შორის, ორი მეგავარსკვლავია. ინფორმაცია მათი ვინაობის შესახებ რამდენიმე დღეში გავრცელდება.

ტურიზმის დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში „ბლექ სი არენაზე“, თბილისის ფილარმონიის დარბაზში და ბათუმის მუსიკის სახლში განსახორციელებელ პროექტენთან დაკავშირებით. ეს იქნება შესაძლებლობა პრომოუტერებისა და არტისტებისთვის, რომ ამ სივრცეებში საკუთარი ღონისძიებები დაგეგმონ და განახორციელონ სახელმწიფოს მხარდაჭერით.

შეხვედრაზე ითქვა „ჩექ ინ ჯორჯიას“ დადებითი მხარეების შესახებაც, მათ შორისაა ტურიზმის განვითარება, პროექტის სოციალურ-ეკონომიკური დატვირთვა და სხვა. სახელმწიფო პროექტისგან წელს უფრო მეტ შემოსავალს ელოდება.