LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩერო: ახალი ქართული წვენი, რომელიც უნიკალური ტექნოლოგიით დამზადდება

1306

ქართულ ბაზარზე რამდენიმე დღეში ახალი ქართული ნატურალური წვენი გამოჩნდება. ”ჩერო” უნიკალური ასეპტიკური ტექნოლოგიით დამზადდება, რაც პროდუქტის დაბალი ტემპერატურული რეჟიმით დამუშავებას გულისხმობს. ნატურალური წვენის წარმოებას ს.ს ქართული ლუდის კომპანია (ზედაზენი) განახორციელებს.

როგორც ”ფორტუნას” ზედაზენში განუცხადეს, ასეპტიკური ტექნოლოგია კომპანიას საშუალებას მისცემს, წვენს შეუნარჩუნოს ხილის გემო, სტრუქტურა და სასარგებლო თვისებები.

”აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქცია უნიკალურია და მსგავსი ჩვენს რეგიონში არ არსებობს,“- აღნიშნავენ კომპანიაში.
მათივე ცნობით, წვენების წარმოება საგურამოში, „ზედაზენის” ქარხანაში მოხდება. აღნიშნული პროექტის ღირებულება კი დაახლოებით 25 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში დამატებით 100-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

როგორც ს.ს ქართული ლუდის კომპანიაში აცხადებენ, ”ჩეროს” წვენები განკუთვნილი იქნება როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ისე საექსპორტოდ. კომპანიის უახლოესი ამოცანაა პროდუქცია ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ–ს სივრცეში გაიტანოს.

რაც შეეხება წარმადობას, პირველი ერთი წლის განმავლობაში ”ზედაზენი” 10 მილიონი ლიტრი ”ჩეროს” წარმოებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები