LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურაში შსს-ს თანამშრომლების მიერ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე გამოძიება მიმდინარეობს

57

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჭიათურაში შსს-ს თანამშრომლების მიერ შესაძლო არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურებრივი უფლებასილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, პოლიციის შენობასთან სამი ახალგაზრდა მამაკაცი მეცხრე დღეა შიმშილობს. მათ გუშინ პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერეს. მოშიმშილეები ჭიათურის პოლიციის უფროსის და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. მოშიმშილეები ამბობენ, რომ 26 მაისს, მათი ცხრა მეგობარი პოლიციამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები