LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარეჯი „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ 12 ფინალისტს შორის მოხვდა

113

„ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარეჯი „ევროპა ნოსტრას“ „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ თორმეტ ფინალისტს შორის მოხვდა,“ – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგაძის ინფორმაციით, ფინალურ ნუსხაში შეტანით საერთაშორისო საზოგადოებამ ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა, რაც საქართველოს ისტორიულ ძეგლებთან მიმართებაში უპრეცედენტო მოვლენაა.

„კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ უმნიშნველოვანესი პროექტი დაიწყო. იუნესკოსგან განსხვავებით, კონტექსტი აქ პირიქით, ძალიან პოზიტიური და დადებითია, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყნები თავად წარადგენენ შესაბამის ობიექტებს ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. მათი ისტორიული, კულტურული, არქიტექტურული მემკვიდრეობით და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხდება ამ ძეგლების შერჩევა,“ – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ ძეგლებთან ერთად თორმეტ ფინალისტს შორის მოხვდა გამორჩეული ძეგლები ავსტრიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ინგლისიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და ალბანეთიდან. 12 ძეგლის წინასწარი ნუსხა „ევროპა ნოსტრას“ ექსპერტთა ჯგუფის მიერ შედგა. ევროპაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის საბოლოო სია მარტში გამოვლინდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები