LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩიხურამ ტრამპი გააბითურა და საქართველო ევროპაში დატოვა (ვიდეო)

58

სამი ქართული გუნდი თამაშობდა ევროპალიგაზე. ორი გავარდა, ერთმა ნამდვილი სენსაცია გააკეთა – საჩხერის „ჩიხურამ“ სტუმრად „ბეითარს“ 2:1 აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

პირველი მატჩი თბილისში “ბეითარ ტრამპთან” 0:0 დასრულდა და განმეორებით შეხვედრაში, რომელიც იერუსალიმში გაიმართა, ფავორიტად ებრაული გუნდი მიიჩნეოდა.

ანგარიშიც მასპინძლებმა გახსნეს – საჩხერელთა კარი 62-ე წუთზე იდან ვერედიმ გახსნა. მაგრამ 73-ე წუთზე ლევან კაკუბავამ ანგარიში ეფექტური დარტყმით გაათანაბრა, 84 წუთზე კი გიორგი გაბედავამ საჩხერლები პენალტით დააწინაურა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2:1 „ჩიხურას“ სასარგებლოდ.

საჩხერლები მეორე ეტაპის თამაშებს 26 ივლისსა და 2 აგვისტოს გამართავენ.

ამასთან, „ჩიხურამ“ ევროთასებზე გასვლაზე მე-9 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

 

 

 

ძალიან დასანანად გამოვარდა თბილისის „დინამო“. ჩვენები მატჩის ბოლომდე იგებდნენ, მაგრამ დასკვნით მონაკვეთში ორი გოლი გაუშვეს, საქმე დამატებით დრომდეც ვერ მიიყვანეს და 1:2 დათმეს.

პირველი გოლი 41-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ თავური დარტყმით გაიტანა.
მეორე ნახევარში სტუმრები უფრო აქტიურობდნენ, „დინამოს“ მცველები ხშირად ცდებოდნენ და სლოვაკებმა არაერთი სახიფათო ეპიზოდი შექმნეს, მაგრამ გოლის გატანა მეორე ტაიმის ბოლო წუთებამდე ვერ მოახერხეს. 86-ე წუთზე ანგარიში ბაიომ თავური დარტყმით გაათანაბრა. უკვე ყველა დამატებითი ტაიმების დანიშვნას ელოდა, როდესაც ბაიომ დუბლი გაიფორმა და „დუნაისკა სტრედა“ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში გაიყვანა.

„დინამო თბილისი“ „ევროპა ლიგის“ საკვალიფიკაციო ტურნირს წელსაც პირველივე წრიდან გამოეთიშა.

 

 

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „სამტრედია“ ყაზახურ „ტობოლთან“ მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა.

მასპინძლებმა პირველივე შეტევა გოლით დაასრულეს: მე-12 წუთზე, მოედნის ცენტრში ნიკა კვეკვესკირმა ეფექტურად ითამაშა და საჯარიმოსთან ბაიურჟან ტურისბეკს მოძებნა, რომელმაც მოჭრილი დარტყმით „სამტრედიას” კარის ბადე შეარხია 1:0.

მეორე ეტაპზე გასავლელად, „სამტრედიას” მეორე ტაიმში ორი გოლი უნდა გაეტანა. თუმცა, რეალური საგოლე მომენტებით ვერ ისარგებლა, „ტობოლმა” კი სხვაობა გაზარდა: 83-ე წუთზე, ტანატ ნუსერბაევის ფლანგური გადაცემა ასლან დარაბაევმა გოლად აქცია და საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა.

„სამტრედიამ” პირველი მატჩი თბილისში 0:1 დათმო, ორი მატჩის ჯამში, 0:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები