LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელების ბიზნეს-ინეტერსები საქართველოში

108

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს ჩინეთიდან პოტენციურ ინვესტორთა წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია, რომელთაც საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ინტერესი გამოხატეს.

ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრისას, მათ საკუთარ წინადადებებზე ისაუბრეს და მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ.

„ჩინელ ინვესტორთა ჯგუფმა გამოხატა დიდი ინტერესი, საქართველოში თავისუფალ ინდუსტრიულ და ეკონომიკურ ზონაში განახორციელოს ინვესტიცია. საუბარია რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის კაპიტალზე,“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ჩინელ ინვესტორებს ინდუსტრიული ზონის მშენებლობა აქვთ დაწყებული ომანის სასულთნოში, სადაც ჩინეთის სახელმწიფო ინვესტიციის მოცულობამ 10 მლრდ დოლარს უნდა მიაღწიოს. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჩინელ ინვესტორებთან კონკრეტული პროექტების განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები