LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელი ინვესტორების ანაკლიის პორტით დაინტერესება მნიშვნელოვანია

83

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ჩინელი ინვესტორების დაინტერესება ანაკლიის პორტითა და თავისუფალიინდუსტრიული ზონით.

„ჩინეთის ელჩთან ჩვენ ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ჩინელი ინვესტორების დაინტერებაზე,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იანჩისთან შეხვედრის შემდეგ.

„აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს, სადაც ინტერესი გამოხატულია, მემორანდუმები გაფორმებულია და ვფიქრობთ, რომ მალე ეს ყველაფერი განხორციელდება,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

აღნიშნული საკითხის შესახებ ჩინეთის ელჩმა ძი იანჩიმ განაცხადა, რომ ჩინური მხარე მიესალმება ჩინური კომპანიების მონაწილეობას ანაკლიის პროექტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები