LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთი სიგარეტის მოხმარების მავნე ჩვევას ამარცხებს – საქართველომ იგივე გზა უნდა გაიაროს

534

ჩინეთმა, სადაც თამბაქოს ყველაზე დიდი ბაზარია, მავნე ჩვევის დამარცხებაში, გარკვეულ შედეგს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ ევრომონიტორის მაჩვენებლის მიხედვით, გასულ წელს ჩინეთში 2.4 მილიონი სიგარეტი მოიხმარეს, ეს მაინც შემცირებული მაჩვენებელია.

ჩინეთმა თამბაქოზე გადასახადები გაზარდა და კანონმდებლობა გაამკაცრა. ევრომონიტორი იმედოვნებს, რომ 2.3%-იანი კლება 2021 წლისამდე გაგრძელდება.

დიაგრამაზე კარგად ჩანს განხორციელებული ცვლილებებით მიღწეული შედეგი. 2014 წლიდან სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა დიდი სისწრაფით იკლებს.

თამბაქოს კონტროლი საქართველოში

თამბაქოს აქციზე გადასახადი საქართველომაც გაზარდა, თუმცა ამ მხრივ ქვეყანაში კანონმდებლობა ჯერ არ გამკაცრებულა.

 2016 წლის მონაცემებით, სიგარეტზე აქციზი გაორმაგდა, თუმცა თამბაქოს რეალიზაცია 14%-ით გაიზარდა. ანუ ფასის ზრდამ მოხმარების შემცირება არ გამოიწვია.
  • საქართველოს მოსახლეობა ჯერ არ არის დაცული თამბაქოს ნაწარმზე დიდი ზომის გრაფიკული სამედიცინო გაფრთხილებებით.
  • საქართველოში ჯერ არ არის განხორციელებული თამბაქოს რეკლამირების, პოპულარიზაციის და სპონსორობის სრული აკრძალვა, რაც მნიშვნელოვანი ღონისძიებებია მომხმარებელთა დასაცავად – განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის – თამბაქოს ინდუსტრიის მცდარი გზავნილებისგან
  • საქართველოში შენობის შიგნით მოწევის აკრძალვის პოლიტიკა ეხება ჯანდაცვის და საგანმანათლებლო დაწესებულებებს
  • მოწევის აკრძალვის პოლიტიკა არ ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სახელმწიფო დაწესებულებებს, შენობაში განთავსებულ ოფისებს, ბარებს, რესტორნებს და სხვა საზოგადოების თავშეყრის ადგილებს.

ფაქტები თამბაქოზე

თამბაქოს მავნე ზემოქმედებით ყოველწლიურად მსოფლიოში 6 მილიონი ადამიანი იღუპება – 1 ადამიანი ყოველ 6 წამში.

თუ სათანადო ზომები არ გატარდა, 2030 წლისათვის ამ რიცხვმა შესაძლებელია 8 მილიონს მიაღწიოს; მათ შორის 80 % დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებზე მოდის.