LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის ელჩი რაჭის პოტენციალს გაეცნო

117

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იანჩი, მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, რაჭას ესტუმრა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ელჩი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორს არჩილ ჯაფარიძეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს ზვიად მხეიძეს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

გაცნობით-საინფორმაციო შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. გუბერნატორმა სტუმრებს რეგიონის პოტენციალი გააცნო და ის ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოუდგინა, რომელთა განხორციელებას მხარის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„ელჩის თქმით, რაჭას უდიდესი პერსპექტივა აქვს იმისათვის, რომ წარმატებით განვითარდეს როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მან ასევე სრული მზადყოფნა გამოთქვა, რომ მისი საქართველოში მუშაობის პერიოდში მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ დონეზე“, – ნათქვამია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები