LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის განვითარების ბანკმა საქართველოში მცირე ბიზნესის დასაფინანსებლად15 მილიონი გამოყო

124

“ჩინეთის განვითარების ბანკმა” “ბაზისბანკს” 15 მილიონი დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი გამოუყო. თანხა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას უზრუნველყოფს. მხარეებს შორის მსგავსი ტიპის თანამშრომლობის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ჩინეთის განვითარების ბანკმა “ბაზისბანკს” 5 მილიონი დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი, სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებისთვის, გასულ წელსაც გამოუყო.

“აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ”ბაზისბანკი” არის ჩინეთის განვითარების ბანკის სტრატეგიული პარტნიორი საქართველოში. ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები იზრდება და სულ უფრო მეტი ინვესტიცია შემოდის აღნიშნული ქვეყნიდან. სწორედ ჩვენი ბანკის დახმარებით შესაძლებელი იქნება, რომ ამ ინვესტიციებმა მიაღწიონ კონკრეტულ სუბიექტებამდე და ჩვენ ხელი შევუწყოთ ქართულ ბიზნესს როგორც ადგილზე ბიზნესის განვითარებაში, ის ექსპორტისა და ვაჭრობის ზრდაში, – განაცხადა “ბაზისბანკის” გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ.

“ბაზისბანკის” გენერალური დირექტორის თქმით, კომპანიებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება.

“ბაზისბანკი ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ერთგვარი ხიდია. წარმატებული თანამშრომლობის საფუძველზე ჩინეთის განვითარების ბანკისთვის ბაზისბანკი საქართველოში საიმედო პარტნიორი გახდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ბანკი აქტიურადაა ჩართული პროექტში “ერთი სარტყელი – ერთი გზა”, რომლის ფარგლებშიც უკვე განვახორციელეთ და მომავალშიც ვგეგმავთ კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებას. შესაბამისად, კიდევ უფრო გაიზრდება “ბაზისბანკთან” თანამშრომლობის მასშტაბებიც”, – განაცხადა “ჩინეთის განვითარების ბანკის” წარმომადგენელმა გუ დეიოგმა.

ჩინეთის განვითარების ბანკი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია. 2016 წლის მდგომარეობით მის მიერ გაცემული სავალუტო კრედიტის ოდენობა 347 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები