LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის, ტაილანდის, აშშ-ს ავიაბილეთებზე ფასდაკლების აქცია დაიწყო

86

თურქეთის რესპუბლიკის ფლაგმანმა ავიაკომპანიამ Turkish Airlines ავიაბილეთებზე ახალი აქცია -”გაყიდვების ფესტივალი” დაიწყო. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბილეთის 7 თებერვლამდე შეძენის შემთხვევაში, სპეციალური აქცია მოქმედებს ჩინეთის, აშშ, ტაილანდის და სხვა შორეულ მიმართულებებზე.

როგორც Turkish Airlines-ში აცხადებენ, ამ აქციის პირობების მიხედვით, ფრენის პერიოდი 2018 წლის 15 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდეა. 

რაც შეეხება ახალ მიმართულებებს, 2018 წლის 16 მარტიდან „თურქეთის ავიახაზების“ არსებულ მიმართულებებს კიდევ ერთი- სამარყანდი (უზბეკეთი) დაემატება.

შეგახსენებთ, თურქული ავიაკომპანია ჩვენს ქვეყანაში 1997 წლიდან დაფრინავს. ჯამში, საქართველოდან სტამბოლის გავლით, შესაძლებელია 300-ზე მეტი მიმართულებით გაფრენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები