LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთს საკუთარი ბრინჯი აღარ ჰყოფნის

54

ჩინეთი, რომელიც მსოფლიოში ბრინჯის უმსხვილესი მწარმოებელია, აღნიშნულ პროდუქციას აშშ-სგან შეიძენს. როგორც CNN MONEY იუწყება, შესაბამისი შეთანხმება მხარეებს შორის უკვე მიღწეულია და ჩინეთი ამერიკული ბრინჯის იმპორტს ისტორიაში პირველად განახორციელებს.

როგორც გამოცემა წერს, ჩინეთი აშშ-სთან შედარებით 20-ჯერ მეტ ბრინჯს აწარმოებს. თუმცა ამასთან, ჩინეთი მსოფლიოში ბრინჯის N1 მომხმარებელია. სწორედ ამიტომ, ექსპერტების შეფასებით, ჩინეთი უკანასკნელ წლებში ბრიჯის იმპორტს ზრდის. მხოლოდ გასულ წლის მონაცემებს თუ გადავხედავთ, ქვეყანამ 5 მილიონი ტონა ბრინჯის იმპორტი განახორციელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები