LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ძლიერი შტორმია – დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია

86

ჩინეთის რამდენიმე რეგიონში ძლიერი შტორმია. ქვეყნის ცენტრალურ, დასავლეთ და აღმოსავლეთ  პროვინციებში  წვიმს და ძლიერი ქარია.

გადაუღებელი წვიმის გამო, იანგსის პროვინციაში, მდინარეები  კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე დასახლება დატბორა. ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

წყალდიდობის განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული პეკინშიც. შეფერხებულია სატრანსპორტო მიმოსვლა და დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაციაც.

პეკინის აეროპორტმა 700-ზე მეტი ფრენა  გააუქმა და ერთ-ერთი ტერმინალი დახურა.

მეტეოროლოგების პროგნოზით, უამინდობა ჩინეთის რეგიონებში რამდენიმე დღე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები