LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ხიდის სახურავი ჩამოინგრა, სადაც ხალხი წვიმას აფარებდა თავს. არის მსხვერპლი

70

რვა ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა ჩინეთის პროვინცია ჩჟეცზიანში ხიდზე მომხდარი ინციდენტისას. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, როცა ქალაქ ხანჩჟოუს მახლობლად. ძლიერ ჭექა-ქუხილს ადგილობრივებმა გადახურული ხიდის ქვეშ შეაფარეს თავი.

უცნობი მიზეზებით ხიდის სახურავი ჩამოინგრა და ხალხი ნანგრევების ქვეშ მოყვა

მაშინვე შეიქმნა მაშველების ჯგუფები, სადაც 90 სახანძრო ბრიგადა, 500 სამართალდამცველი, 90 მოხალისე და 150 მედიკოსი ჩაერთნენ.

ძალისხმევის მიუხედავად, მსხვერპლი მაინც არის. სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებიდან 11 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათგან მხოლოდ სამის გადარჩენა მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის ცნობით, ნანგრევების ქვეშ არავინ დარჩენილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები