LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება მალე მოხდება

41

ჩვენ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. ამჟამად მიმდინარეობს საბოლოო სახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება. უნდა მოხდეს რატიფიცირება. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუასთან შეხვედრის შემდეგ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაზე. მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ტურიზმი, რომლის განვითარების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. ასევე, ინდუსტრიული მიმართულება.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა რამდენიმე დღის წინ ჩინეთში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ფოთში ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები