LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხრეკისა და იარაღის ამოღების შესახებ ინფორმაცია ადამიანების ბოროტი ფანტაზიაა – მამა დავით შარაშენიძე

270

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, მამა დავით შარაშენიძის განცხადებით, საპატრიარქოში ჩხრეკისა და იარაღის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, აღნიშნული არც ილია მეორის დაცვის უფროსმა ზურაბ ბუჩუკურმა და დაცვის სხვა წევრებმა დაადასტურეს.

მამა დავით შარაშენიძის განმარტებით, საპატრიარქოს დაცვა შსს-ს ევალება, ამიტომ მათ იარაღის ტარების უფლება აქვთ.

”რა თქმა უნდა, ისინი არიან იარაღით აღჭურვილები. ის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი. მათ აქვთ იარაღის ტარების უფლება. ჩხრეკასთან და იარაღის არსენალთან დაკავშირებით ინფორმაცია არის სრული აბსურდი, რასაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ემსახურება კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას და გაუგებრობის შეტანას საზოგადოებაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შსს-მაც გააკეთა განცხადება ამის თაობაზე. ეს არის ადამიანების ბოროტი ფანტაზია, რომლებსაც უნდათ ეს დაძაბულობა”, – განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.

პოპულალურები