LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩოჩქოლი გავიგონე და უცებ ჩხუბი დაიწყო, ჩხუბში არ ჩავერიე – ხორავას ქუჩის საქმის მოწმე

50

ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ავტომობილის მძღოლ ნიკოლოზ იორდანაშვილს კითხავს, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო. მისი თქმით, დანა და დაჭრის მომენტი არ დაუნახავს და საკუთარი სიტყვებისთვის შეუძლია დაიფიცოს კიდეც.

იორდანაშვილის თქმით, მოზარდების სიმრავლიდან გამომდინარე, მათ გაშველებას ვერ შესძლებდა და ამიტომაც არ ჩაერია ჩხუბში. აქვე მოწმემ თქვა, რომ „ადრე, ჩემს ბიჭობაშიც ჩხუბობდნენ, გაშველება მინდოდა და რომ იტყვიან კარგად მივიღე ცხვირ-პირში. მას მერე ვცდილობ არაფერში არ ჩავერიო. დღემდე მიტკაცუნებს ყბა. ალბათ 90-იან წლებში იყო. არ დამიმალია, უბრალოდ მეგონა, ახსნას მთხოვდით,“ – განაცხადა მოწმემ.

„მანქანით როდესაც შევედი ეზოში, ბავშვები დავინახე, რას აკეთებდნენ არ მახსოვს, მაგრამ წყნარად იყვნენ. შემდეგ ეზოში კიდევ სხვა ბავშვები შემოვიდნენ. მე ეზოში ველოდებოდი, რომ ვიღაც უნდა ჩამოსულიყო ჩემთან. ტელეფონი მეჭირა. ამის შემდეგ ჩოჩქოლი გავიგონე და უცებ ჩხუბი დაიწყო, რამდენიმე ადგილზე ჩხუბობდნენ. ორი ბავშვი ჩხუბობდა ჩემი მანქანის მარჯვენა წინა კართან. ჩხუბი ხდებოდა თუ არა ფარდულთან, არ მახსოვს. არ გამიხედავს, თუ მეფარებოდა ვინმე ვერ ვიხსენებ. ჩვეულებრივი ჩხუბი იყო. ჯოხი არ დამინახავს. მარჯვნივ და მარცხნივ ერთი ერთზე ჩხუბობდნენ. წინ უფრო მეტნი იყვნენ, წინ წაქცეული არავინ მინახავს,
არ მახსოვს მოჩხუბარი ბიჭების აღწერილობა. ამ დროს ფანჯარა ჩემ მხარეს ოდნავ ჩაწეული მქონდა. მხედველობის პრობლემა მაქვს – ასტიგმატიზმი. ემოციურად ვიყავი ცოტა, ადამიანი ვარ მაინც და გინდა, რომ რამე გააკეთო. არაფერი არ მინახავს ისეთი,” – განაცხადა ნიკოლოზ იორდანაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ 17 ივლისს არასრულწლოვანი მოწმე გამოკითხა.

გამოკითხვა დახურულ კარს მიღმა, ფსიქოლოგების მონაწილეობით მიმდინარეობდა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, არასრულწლოვანი ხორავას ქუჩაზე გარჩევის უშუალო მონაწილეა.

12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვების დასრულებას ივლისის ბოლოს გეგმავს, დასკვნის გამოქვეყნებას კი, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში.

დღეის მდგომარეობით, კომისიამ საქმეზე ორი რეკომენდაცია გასცა.

საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები