LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩოგოვაძე: პირველად, საქართველოს ისტორიაში ტურიზმიდან შემოსავლები 3 მილიარდს გადააჭარბებს

82

პირველად, საქართველოს ისტორიაში 2018 წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

“ივნისის თვეში, 21%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა წინა წლის ივნისთან შედარებით. საერთო საშუალო მაჩვენებელი 6 თვის მონაცემებით ასევე ძალიან წარმატებულია. მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ გარდა ტურისტების მიმართულებით რეკორდული წლისა, ასევე რეკორდული წელი გვექნება შემოსავლების კუთხით. პირველად, საქართველოს ისტორიაში 2018 წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს”, – აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-აპრილის მდგომარეობით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 799 მილიონ დოლარს (ზრდა +28.4%), რაც 177 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები