LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩოგოვაძე: შესაძლებლობა გვაქვს ავიაკომპანიები დავარწმუნოთ, საქართველოსკენ ახალი რეისები დანიშნონ

38

ადამიანის დარწმუნება, რომ საქართველოში ტურისტულად იმოგზაუროს იმ ქვეყნებიდან და ქალაქებიდან, სადაც პირდაპირი ფრენები სრულდება, ბევრად ადვილია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო საავიაციო ფორუმ #CONNECT2018-ის შეფასებისას განაცხადა.

“საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანა ხდება საერთაშორისო კონფერენციების ჩატარების კუთხით და კიდევ უფრო გვახარებს ის კონფერენციები, რომლებიც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. მათ შორის არის, რა თქმა უნდა, CONNECT, სადაც მრავალი ავიაკომპანია არის წარმოდგენილი. ჩვენ, როგორც ქვეყანას გვეძლევა შესაძლებლობა დავარწმუნოთ ისინი, რომ ახალი რეისები დაინიშნოს საქართველოს მიმართულებით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები პირდაპირ არიან მიბმული ავიაკომპანიების სიხშირეებთან და ახალ რეისებთან, ამიტომ ეს გვაახლოებს სხვადასხვა ადამიანთან და შესაბამისად, დარწმუნება ადამიანის, რომ საქართველოში ტურისტულად იმოგზაუროს იმ ქვეყნებიდან და ქალაქებიდან, სადაც პირდაპირი ფრენები სრულდება, ბევრად ადვილია“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

ფორუმი უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს და ის ხვალ დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები