LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩოგოვაძე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად რჩება – ეკონომიკის სამინისტრო

100

ეკონომიკის სამინისტროში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის, მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და გიორგი ჩოგოვაძე კვლავ რჩება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელად.

არაოფიციალური ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ, თანამდებობა დატოვა.
არსებული ცნობით, ჩოგოვაძის მიერ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, GEM Fest-ს უკავშირდება. ფესტივალი 1 900 000 ლარით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დააფინანსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები