LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩოხატაურში მცირე ჰესი აშენდება

282

გურიის რეგიონში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდ. გუბაზეულზე მცირე ჰესი აშენდება.

ენერგეტიკის სამინისტრომ „გუბაზეული 6 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია შპს “შელერი”-ის განაცხადის საფუძველზე დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, „გუბაზეული 6 ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 3.06 მვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 20.25 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3 670 000 დოლარია.

დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი, ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად, ენერგეტიკის სამინისტროში (სანაპიროს ქ. №2) 2017 წლის 30 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები