LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, სავარაუდოდ, დაკავებულია

48

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, სავარაუდოდ, დაკავებულია. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს ჯერჯერობით არც ადასტურებს და არც უარყოფს.

როგორც “ფორტუნას”  შსს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე ისინი ვერანაირ კომენტარს ვერ აკეთებენ, გამოძიებას ხელი რომ არ შეეშალოს და გამოძიების მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში თავად გაავრცელებენ.

თვითმხილველების თქმით კი, სავარაუდო მკვლელი დღეს დილით უკლებას ქუჩაზე დააკავეს, სადაც დილიდან პოლიციაა მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დაკავებას წინ სამართალდამცველების მიერ  ნივთმტკიცების – იარაღის, ამოღება უძღოდა.

ექსპერტ-კრიმინალისტები ჭონქაძის მიმდებარედ, ნიაღვრის ქუჩაზე დილიდან მუშაობენ. მათ ტერიტორია ლენტით აქვთ შემოსაზღვრული და საგამოძიებო საქმიანობას აწარმოებენ.

ჭონქაძის ქუჩაზე გუშინ მოკლული მამაკაცის ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროშია. ოჯახის წევრები მის გადმოსვენებას დღეს ელოდებიან.  პოლიციის განყოფილებაში კი გარდაცვლილის ოჯახის წევრების დაკითხვა მიმდინარეობს.

მკვლელობა მთაწმინდაზე, ვილნიუსის სკვერში, გუშინ მოხდა, სადაც გამოყოფილია ბავშვებისთვის განკუთვნილი ზონა და საცხოვრებელი კორპუსებია განთავსებული. არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა ობიექტებიდან ვიდეოსათვალთვალო კამერები ამოიღეს და მოქალაქეები გამოკითხეს. გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები