LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული თავდასხმისთვის მზადაა

51

ჩრდილოეთ კორეამ აშშ გააფრთხილა, რომ

რეგიონში პროვოკაციული ქმედებები არ განახორციელოს,

წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზადაა

ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო აღლუმზე ახალი ბალისტიკური რაკეტები აჩვენეს. ფხენიანში რაკეტების ჩვენება საზეიმოდ, რესპუბლიკის დამაარსებლის კიმ II სუნგის დაბადების დღის აღნიშნავად მოეწყო.

ჯარისკაცების აღლუმი ტანკებთან სხვა სამხედრო ტექნიკასთან, ხელისუფლების ძალაუფლებას გამოხატავდა.

BBC-ის ცნობით,გავრცელდა მესიჯი, რომ ამჟამინდელმა ლიდერმა კიმ იანგმა, შესაძლოა, კიდევ ერთი ბირთვული იარაღი გამოსცადოს.

“ჩვენ მზად ვართ რეაგირება მოვახდინოთ რეგიონში ყველა ომთან განაცხადა ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მაღალჩინოსანმა კო-რიონგ-ჰეიმ და დასძინა: “ჩვენ მზად ვართ დავუბრუნდეთ ჩვენს სტილს და ბირთვულ იარაღებს ამავე იარაღით ვებრძოლოთ.”

BBC წერს, რომ ექსტრავაგანტული სამხედრო აღლუმი, ერთგვარი მესიჯი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ჩვენება რეგიონში დაძაბულობას გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ აღლუმზე პირველად გამოჩნდა წყალქვეშა რაკეტები, რომლებიც შესაძლოა ბირთვული იარაღის სახით განვითარდეს.

https://www.youtube.com/watch?v=ZQxW_ipxEEo&feature=youtu.be

 

ღონისძიებამ ნათლად აჩვენა, რამდენად დიდია ამ სფეროში ჩრდილოეთ კორეის ამბიციები.

შეგახსენებთ, რომ დაძაბულობა მაღალია მას შემდეგ, რაც აშშ-მ საზღვაო ქვეითთა ჯგუფი კორეის ნახევარკუნძლზე გაატარა.

ჩრდილოეთ კორეამ ხუთი ბირთვული ტესტი და სარაკეტო გაშვების სერია განახორციელა. ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ ჩრდ. კორეა მუშაობს, ისეთი იარაღის შექმნაზე, რომელიც აშშ-მდე მიაღწევს.

ტელეარხი NBC აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული დარტყმა განახორციელოს თუ დარწმუნებული იქნება, რომ ოფიციალური ფხენიანი ბირთვული იარაღის რიგით მეექვსე ცდას ჩაატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები