LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის დროზე გადავიდა

89

ჩრდილოეთ კორეამ საათი 30 წუთით წინ გადაწია და სამხრეთ კორეის დროზე გადავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილება მუნ ჯე ინთან შეხვედრის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი კონტსრუქციული ნაბიჯია.

აქამდე ჩრდილოეთ კორეა ფხენიანის დროზე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარი საათით ჩამორჩებოდა სამხრეთ კორეასა და იაპონიას.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ  აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრის დრო და ადგილი უკვე ცნობილია.

პოლიტიკური ლიდერებს შორის აუდიენცია  მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში გაიმართება.

როგორც ამერიკული მედია წერს, დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეის ლიდერს თეთრ სახლში 22 მაისს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, 27 აპრილს ფხანმუნჯის სასაზღვრო პუნქტზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინს შორის ისტორიული შეხვედრა გაიმართა. სადემარკაციო ხაზზე ორი ქვეყნის ლიდერმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი გახდა, რომელიც 1953 წლიდან სამხრეთ კორეას ეწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები