LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის გემებს ცეცხლის გახსნით ემუქრება

18

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება სამხრეთ კორეის გემებს ცეცხლის გახსნით ემუქრება. უცხოური მედიის ინფორმაციით, ოფიციალური ფხენიანი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სამხრეთ კორეის გემები სადავო საზღვაო საზღვარს გადაკვეთენ.

მიმდინარე კვირას ოფიციალური სეულის სამხედრო გემებმა ჩრდილოეთ კორეას გამაფრთხილებელი ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს,რაც ფხენიანის ორი გემი სამხრეთ კორეის აკვატორიაში შევიდა. ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა სამხრეთ კორეის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო სამხედრო პროვოკაცია უწოდეს, რომლის მიზანი ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამწვავება იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები