LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

98

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა კვლავ გამოსცადა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ვარაუდობს, რომ ფხენიანის მიერ 2017 წელს გაშვებული პირველი ბალისტიკური რაკეტა საშუალო რადიუსის იყო.

ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვა. ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. აღნიშნული მოვლენა იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს ვაშინგტონში ვიზიტს დაემთხვა.

დონალდ ტრამპმა ფხენიანის ქმედება დაგმო და იაპონიის მთავრობის მეთაურს მხარდაჭერა გამოუცხადა.

პირველი იანვრის სატელევიზიო მიმართვის დროს ჩრდილოთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინიმ განაცხადა, რომ ქვეყანა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური იარაღის შემუშავების ბოლო ეტაპზე გადავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები