LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, წყნარ ოკეანეში წყალბადის ბომბი გამოსცადოს

38

ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, წყნარ ოკეანეში წყალბადის ბომბი გამოსცადოს.

„დოიჩე ველეს” ინფორმაციით, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლი იონ ხომ, განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებზე საპასუხოდ, ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს შესაძლოა, წყნარ ოკეანეში წყალბადის ბომბის ყველაზე მძლავრი აფეთქება იყოს”.

მან ასევე აღნიშნა, რომ ფხენიანის მომდევნო გეგმები მისთვის უცნობია, ვინაიდან მსგავს გადაწყვეტილებებს კიმ ჩენ ინი ერთპიროვნულად იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები