LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეაში კიდევ ერთი აშშ-ს მოქალაქე დააკავეს

109

ჩრდილოეთ კორეაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე “მტრული აქტების” ეჭვის საფუძველზე დააკავეს.

კიმ ჰეკ სონგი პიონგენგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მუშაობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კიმ ჰეკ სონგის “კრიმინალურ საქმიანობას” შესაბამისი ორგანოები სწავლობენ

ჩრდილოეთ კორეაში სამი ამერიკის მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის კიმ სენგ-დიკი, რომელიც PUST -ში (პიონგენგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში) სწავლობდა.

აშშ მათი მოქალაქეების დაკავებაზე აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა რიგით მოქალაქეებს პაიკებად იყენებს.

გასულ წელს, ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ს მოქალაქეს კიმ დონ-ჩულს 10 წელი მიესაჯა, ჯაშუშობისთვის. ამერიკელ სტუდენტს ოტო ვარბერს კი პროპაგანდისტული ნიშნის სასტუმროდან მოპარვისთვის 15 წელი მიესაჯა.

.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები