LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეის ძირითადი მოვლენების ქრონოლოგია

ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი განსაკუთრებით გააქტიურდა და ბირთვული იარაღის გამოცდით მუდმივად აპელირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოლო წლებში მისი მხრიდან უკვე ტენდენციადაც კი იქცა, მისმა ქმედებებმა და მუქარამ განსაკუთრებული ინტენსივობა შეიძინა და  ყოველდღიურად იძაბება სიტუაცია ფხენიანსა და დასავლეთს შორის.

გთავაზობთ ჩრდილოეთ კორეის ისტორიის ძირითად მოვლენებს, რომელიც BBC-ის მასალებზე დაყრდნობით არის მომზადებული.   

 1945 წელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კორეის ჩრდილოეთ ნაწილი საბჭოთა დაიკავა, ხოლო სამხრეთი – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

1946 წელი –  ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური „კორეელ მუშათა პარტიის“ ინაუგურაცია მოხდა. სათავეში საბჭოთა მხარდაჭერილი ხელმძღვანელობა მოვიდა, წითელი არმიის მიერ მომზადებული კიმ ირ სენის ხელმძღვანელობით.  

1948 წელი –  კორეის დემოკრატიულმა სახალხო რესპუბლიკამ კიმ ირ სენი ლიდერად გამოაცხადა. საბჭოთა ჯარები ქვეყნიდან გაიყვანეს.

1948 წლის მაისში საბოლოოდ მოხდა ერთიანი კორეის გათიშვა.

1950 წელი – სამხრეთ კორეამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც ჩრდილოეთ კორეის შეჭრა და კორეის ომი მოჰყვა. ამავე წელს კორეის გაერთიანებისა და ერთი სახელმწიფოს შექმნის მიზნით, კიმ ირ სენის მეთაურობის დროს, ჩრდილო კორეამ დაიწყო ომი, რომელიც 1953 წლის 25 ივლისამდე გაგრძელდა. ამის შემდეგ, ორმა კორეულმა ქვეყანამ უსაფრთხოებასა და ერთმანეთთან მშვიდობიან ურთიერთობის შენარჩუნების თაობაზე რამდენჯერმე გააფორმა სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულება.

1960-იანი წლები  კორეისთვის სწრაფ სამრეწველო ზრდად მიიჩნევა.

1968 წლის იანვარში ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ის საზღვაო სადაზვერვო გემი USS Pueblo შეიპყრო.

1972 წელი – ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა მშვიდობიანი გაერთიანების შესახებ ერთობლივ განცხადებას აწერენ ხელს.

1974 წელი – კიმ ირ სენი თავის უფროს ვაჟს, კიმ ჩენ ირის, მემკვიდრედ ნიშნავს.

1985 წელი – ჩრდილოეთ კორეა შეუერთდა საერთაშორისო ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას, რომელიც ქვეყანაში ბირთვული იარაღის წარმოებას კრძალავდა.

1986 წელი – იონგბუონში კვლევითმა ბირთვულმა რეაქტორმა ფუნქციონირება დაიწყო.

1991 წელი – ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შეუერთდნენ.

1993 წელი – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ჩრდილოეთ კორეას ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს და მოითხოვს, ინსპექტორებს ბირთვული ნარჩენების შენახვის ადგილები მიეცეთ.  ჩრდილოეთ კორეა ხელშეკრულების დატოვებით იმუქრება. ამავე წელს სატესტო რადიოგადამცემი ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ზღვაში ხვდება. 

1994 წლის ივლისში კიმ ირ სენი გარდაიცვალა. მამის ადგილს კიმ ჩენ ირი იკავებს. ამავე წლის ოქტომბერში ჩრდილოეთ კორეა და აშშ შეთანხმებაზე აწერენ ხელს, რომლის მიხედვითაც, პიონინგს თავისი ბირთვული პროგრამა უნდა გაეყინა მძიმე საწვავის ნავთობისა და ორი მსუბუქი წყლის ბირთვული რეაქტორის სანაცვლოდ.

წყალდიდობა და შიმშილობა

1996 წელს წყალდიდობის შემდეგ ჩრდილოეთ კორეას თავს დიდი შიმშილობა დაატყდა. ქვეყანაში, გავრცელებული შიმშილობის გამო, 3 მილიონი ჩრდილოეთ კორეელი დაიღუპა. ამავე წლის აპრილში ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ აღარ დაიცავს ზავს, რომელზეც კორეის ომის დასრულებისას შეთანხმდნენ და დემილიტარიზებულ ზონაში ათასობით სამხედროს გზავნის.  სექტემბერში ჩრდილოეთ კორეის წყალქვეშა ნავი 26 კომანდოსით სამხრეთ კორეის ქალაქ Gangneung-ის მახლობლად გადის. შეტაკებების შედეგად არიან დაღუპულები.

1998 წლის ივნისში სამხრეთ კორეამ შეიპყრო ჩრდილოეთ კორეის წყალქვეშა ხომალდი ამ უკანასკნელის საზღვაო სივრცეში. აგვისტოში ჩრდილოეთ კორეა იაპონიასა და წყნარი ოკეანის სახმელეთო სივრცეში მრავალრიცხოვან სარაკეტო გაშვებას ახორციელებს,  რაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩრდილოეთ კორეის შესაძლებლობებს ცნობადს ხდის.

ისტორიული ხელის ჩამორთმევა

2000 წლის ივნისში პიონგინგში კიმ ჩენ ირის და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ კიმ დე-ჯუნს შორის კორეის შიდა სამიტი ჩატარდა. სამიტის მთავარი თემა საზღვრის მემორანდუმის განახლება და ურთიერთობების აღდგენა იყო. შედეგად ჩრდილოეთ კორეის 3500-ზე მეტ პატიმარს სამხრეთი ამნისტიას უცხადებს.

2002 წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა,  ჯორჯ ბუშმა, ჩრდილოეთ კორეას, ერაყსა და ირანს „ბოროტების ღერძი“ უწოდა, რომელიც “მასობრივი განადგურების იარაღის” შენებას განაგრძობდა. ივნისში  ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეული საზღვაო გემები ყვითელ ზღვაში იბრძვიან. ამ შეტაკებას 30 ჩრდილოეთ და ოთხი სამხრეთ კორეელი მეზღვაური ემსხვერპლა. სექტემბერში იაპონიის პრემიერმინისტრმა კოიძუმი ძიუნიტირო ისტორიული ვიზიტი განახორციელა, რომლის დროსაც ჩრდილოეთ კორეამ აღიარა, რომ 1970-იან და 1980-იან წლებში  იაპონიის 13 მოქალაქე გაიტაცა, რომელთაგან 4 იმდროისთვის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. 

ბირთვული ბრწყინვალება

2002 წლის ოქტომბერში აშშ-მა და მისმა აზიელმა მოკავშირეებმა – იაპონიამ და სამხრეთ კორეამ, შეაჩერეს ჩრდილოეთ კორეის მიერ გავრცელებული ნავთობის ექსპორტირება, რადგან ოფიციალური ფხენიანი ფარულად ავითარებდა ურანის ბირთვულ პროგრამას. დეკემბერში ჩრდილოეთ კორეამ გამოაცხადა, რომ იონგბიონთან ბირთვული ობიექტების რეაქტივაციას მოახდენდა.

2003 წლის იანვარში ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება დატოვა; ბირთვული საკითხის გადასაწყვეტად ექვსმხრიანი მოლაპარაკებები დაიწყო ჩინეთს, კორეას, აშშ-ს, იაპონიასა და რუსეთს შორის.

მაისში ჩრდილოეთმა 1992 წელს სამხრეთ კორეასთან გაფორმებული ხელშეკრულება დაარღვია, რომლის მიხედვით, კორეის ნახევარკუნძული უფასო ბირთვულ იარაღს შეინარჩუნებდა.

ექვსპარტიული მოლაპარაკებები

2003 წლის ოქტომბერში ფხენიანმა განაცხადა, რომ 8,000 ბირთვული საწვავის წნევის გადამუშავება დაასრულა. ექსპერტთა შეფასებით, ეს ჩრდილოეთს საკმარისი რაოდენობით იარაღის კლასის პლუტონიუმს მისცემს 6 ბირთვული ბომბისთვის.

2005 წლის თებერვალში ჩრდილოეთ კორეამ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ თავდაცვისთვის ბირთვულ იარაღს აწარმოებდა.

2006 წლის ივლისში ოფიციალურმა ფხენიანმა 7 რაკეტა დატესტა და მათ შორის გრძელი სპექტრის Taepodong-2-იც იყო. მალევე Taepodong-2 ავარიულად ჩამოვარდა აშშ-ში. ოქტომბერში  ჩრდილოეთ კორეამ პირველად დატესტა ბირთვული იარაღი მიწისქვეშ. ამის საპასუხოდ გაერო-მ ქვეყანას ეკონომიკური და კომერციული სანქციები დაუწესა.

2007 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც 50,000 ტონა მძიმე საწვავის ნავთობის დახმარების პაკეტი მიიღო, ჩრდილოეთ კორეამ თავისი მთავარი იონგბიონის რეაქტორი ისროლა. აგვისტოში სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ ფხენიანში მომხდარი წყალდიდობის გამო, ჩრდილოეთს დასახმარებლად დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარს გამოუგზავნის. 

ბირთვული დეკლარაცია

2007  წლის ოქტომბერში  ფხენიანში მეორე კორეული სამიტი გაიმართა. პრეზიდენტი ნო მუ ჰიენი პირველი სამხრეთ კორეელი ლიდერი ხდება, რომელმაც ჩრდილოეთისა და სამხრეთის განმაცალკევებელ დემილიტარიზებულ ზონაში გაიარა.

2008 წლის მარტში ჩრდილოეთ-სამხრეთის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის ახალმა პრეზიდენტმა ლი მიონ ბაკიმ პირობა დადო, რომ ჩრდილოეთ კორეასთან უფრო რთულ ხაზს გაავლებდა.

აგვისტოში კიმ ჩენ ირის ინსულტი მოუვიდა. მას შემდეგ, რაც  ოქტომბერში აშშ-მა ჩრდილოეთ კორეა ტერორიზმის შავი სიიდან ამოიღო, ქვეყანა თანახმა იყო, იონგბიონის ბირთვულ საიტზე სრული ხელმისაწვდომობა უზრუნველეყო.  

ბირთვული დაძაბულობა იზრდება

2009 წლის იანვარში ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ სამხრეთთან ყველა სამხედრო და პოლიტიკურ გარიგებას თავიდან იცილებენ. აპრილში ჩრდილოეთ კორეას მეზობლები სატესტო რაკეტის გააქტიურებაში ადანაშაულებენ. გაეროს უშიშროების საბჭოსგან გამოტანილი განაჩენი ოფიციალურ ფხენიანს ექვსი მხარის მოლაპარაკებებიდან გასვლისკენ მოუწოდებს. მაისში ჩრდილოეთ კორეა მეორე მიწისქვეშა ბირთვულ გამოცდას ახორციელებს. ქვეყნის ამ ნაბიჯს გაერო გმობს.

აგვისტოში ჩრდილოეთ კორეა ორ ამერიკელ ჟურნალისტს – ლაურა ლინგსა და ეუნა ლის ათავისუფლებს, რომლებსაც საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო, 12 წლით მძიმე შრომა ჰქონდათ მისჯილი. ჩრდილოეთი სამხრეთის შესარიგებლად გარკვეულ ქმედებებს ახორციელებს: ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვაზე დელეგაციას გზავნის, ოთხ სამხრეთ კორეელ მეთევზეს ათავისუფლებს და ურთიერთობის განახლებას იმედოვნებს.

ნოემბერში ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 8,000 გაზის საწვავის წნევის გადამუშავება დასრულებულია, რაც ერთი ბირთვული ბომბის შესაქმნელად სრულიად საკმარისია.

ხომალდ “ჩიონენის” ჩაძირვა

2010  წლის მარტში ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის ხომალდი “ჩიონინი” საზღვართან ჩაძირა. სექტემბერში კიმ ჩენ ირის უმცროსი ვაჟი, კიმ ჩენ ინი,  მაღალ პოლიტიკურ და სამხედრო თანამდებობებზე დაინიშნა. ნოემბერში ჩრდილოეთ კორეა იუწყება ცნობილი ამერიკელი ბირთვული მეცნიერის მიერ ახალი საიდუმლოებით აღჭურვილი ობიექტის მშენებლობის შესახებ,  რაც აშშ-ში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში განგაშის სიგნალს რთავს. 

მემკვიდრეობა

2011 წლის დეკემბერში კიმ ჩენ ირი გარდაიცვალა.

2012 წლის აპრილში Taepodong-2-ის სარაკეტო გაშვება, რომლის დატესტვაც საერთაშორისოდ აკრძალული იყო, მარცხს განიცდის. ჩრდილოეთ კორეის თქმით, მათი მიზანი კიმ ირ სენის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად სატელიტის ორბიტაზე გადატანა იყო.  ამ გეგმის განხორციელებას ქვეყანა დეკემბერში წარმატებით იწყებს.

მესამე ბირთვული ტესტი

2013 წლის თებერვალში ჩრდილოეთ კორეის მესამე ბირთვული სატესტო მცდელობის შემდეგ გაერო-მ ქვეყანას ახალი სანქციები დაუწესა. აპრილში ოფიციალური ფხენიანი აცხადებდა, რომ იონგბუონის ბირთვულ კომპლექსში ყველა ობიექტს გადააყენებდა და 53000-იან სამუშაო ძალას სამხრეთ-კორეის მიერ დაფინანსებული Kaesong-ის ერთობლივი სამრეწველო პარკიდან გაიყვანდა. 

2013 წლის დეკემბერში კიმ ჩენ ინის ბიძა, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის გამო, დამნაშავეს სცნეს. 2011 წელს კიმ ჩენ ირის სიკვდილის შემდეგ ეს ყველაზე გახმაურებული ამბავი იყო.

2014 წლის მარტში ჩრდილოეთ კორეამ 2009 წლის შემდეგ პირველად დატესტა ორი საშუალო რადონგის ბალისტიკური რაკეტა, რაც გაეროს რეზოლუციების პირდაპირი დარღვევა იყო. აღნიშნულზე რამდენიმე საათის შემდეგ, აშშ-მა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ ნიდერლანდებში მოლაპარაკებები გამართეს. ამავდროულად, ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთის მიმართულებით ორი სადაზვერვო თვითმფრინავი იქნა შემჩნეული, რამაც ძალიან დიდი შეშფოთება გამოიწვია.

2014 წლის ოქტომბერში ოფიციალური პირები მოულოდნელად ეწვივნენ სამხრეთს და თებერვლიდან შეჩერებული ფორმალური მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ. დეკემბერში ჩრდილოეთ კორეა და აშშ ერთმანეთს  კიბერთავდასხმებზე ედავებოდნენ, რასაც აშშ-ის მხრიდან ახალი სანქციების დაწესება მოჰყვა. 

2015 წლის აგვისტოში სამხრეთი კორეა დემილიტარიზებულ ზონაში ხმამაღალ პროპაგანდისტულ მაუწყებლობას წყვეტს მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთმა ყოველწლიური აშშ-სამხრეთ-კორეული სამხედრო წვრთნების დროს შეიარაღებული იერიში მიიტანა.

ბირთვული ბიძგი

2015 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ კორეა ადასტურებს, რომ მან თავისი იონგბუონის ბირთვული ქარხანა განათავსა, რასაც  აშშ-ის მხრიდან ახალ სანქციები მოჰყვა.  

2016 წლის იანვარში ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ  პირველი წყალბადის ბომბის სატესტო ოპერაცია დააანონსა. მაისში მმართველ მუშათა პარტიამ 40 წლის განმავლობაში პირველად  ჩაატარა კონგრესი, რომლის დროსაც კიმ ჩენ ინი პარტიის ლიდერად აირჩიეს. ნოემბერში გაეროს უშიშროების საბჭომ კიდევ უფრო გაააქტიურა სანქციები, რაც ჩრდილოეთ კორეის მთავარი ექსპორტის – ქვანახშირის 60%-ით შემცირებას  ისახავდა მიზნად.

2017 წლის იანვარში კიმ ჩენ ინიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ხანგრძლივი რადიუსის მართვადი რაკეტების  განვითარების საბოლოო ეტაპზეა. აღსანიშნავია, რომ ამ რაკეტებს ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლიათ.

თებერვალში მალაიზიაში კიმ ჩენ ინის ნახევარძმა კიმ ჩენ ნამი ინტოქსიკაციის შედეგად მოკლეს. აღნიშნულ საქმეში მკვლევარები ჩრდილოეთ კორეის ჩართულობაზე ეჭვობენ.

აპრილში რამდენიმე თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის სატესტო ქმედებებისა და რიტორიკის შემდეგ, აშშ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო ტესტების შესახებ აფრთხილებს. 

ივლისში ფხენიანმა იაპონიის ზღვაში რაკეტის სატესტო გაშვება მოახდინა. აგვისტოში დაძაბულობა იზრდება, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებით, ვაშინგტონმა მოამზადა სამხედრო პასუხი ჩრდილოეთ კორეისთვის იმ შემთხვევისთვის, თუ ფხენიანი „არაკეთილგონიერ ქმედებებს განახორციელებს“. დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას „ცეცხლითა და სიბრაზით“ დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეა რეალურ საფრთხეს შეუქმნის აშშ-ის ტერიტორიებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი გუამის კუნძულის წინააღმდეგ მიმართულ ფხენიანის ქმედებებს პასუხს გასცემს.

ოფიციალური ჩინეთის განცხადებით, ქვეყანა ემხრობა გაერო-ს სანქციებს, რომელიც ითვალისწინებს ქვანახშირის, მინერალებისა და ზღვის პროდუქტების იმპორტის აკრძალვას.

 

 

BBC-ის მასალების მიხედვით მოამზადა თათია კაკიაშვილმა 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები