LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეის გაუჩერებელი პროვოკაციების გამო, სიტუაცია გართულებულია – სამხრეთ კორეის პრეზიდენტი

54

„ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციები კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციას არაპროგნოზირებადს ხდის,“ – ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჩჟე ინმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.

სიტუაცია ჩრდილოეთაღმოსავლეთ აზიაში ძალიან გართულებულია ჩრდილოეთ კორეის გაუჩერებელი პროვოკაციების გამო, – აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეა არ შეწყვეტს თავის პროვოკაციებს, არაპროგნოზირებადი სიტუაცია შეიქმნება.

აღსანიშნავია, რომ ფხენიანის მიერ ჩატარებულმა ბირთვულმა გამოცდებმა საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრი რეაქცია გამოიწვიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები