LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ძმა მოუკლეს

32

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ძმა, კიმ ჩენ ნამი მალაიზიის აეროპორტში მოკლეს. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო Yonhap-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

თავის მხრივ, სამხრეთ კორეის საკაბელო ტელეარხმა Chosun-მა სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ კიმ ჩენ ნამი მალაიზიის აეროპორტში ორმა ქალმა მოწამლული ნემსით მოკლა. ტელეარხის ინფორმაციით, თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე კუალა-ლუმპურას აეროპორტიდან ჰოსპიტალიზირებული იყო, თუმცა გზაში გარდაიცვალა. მისი ვინაობა დგინდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს პოლიციის წარმომადგენელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები