LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეული Spice Girls, რომლის წევრები კიმ ჩენ ინმა პირადად შეარჩია (ფოტო/ვიდეო)

269

2018 წლის იანვარში სამხრეთ კორეას პირველად ეწვია დელეგაცია ჩრდილოეთ კორეადან, რომელსაც ხენ სონ ვოლი ხელმძღვანელობდა. ეს გახლავთ ძალიან გავლენაინი და ცნობილი მომღერალი ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. მას კიმ ჩენ ინის საყვარელ მომღერალსაც ეძახიან. მასზე დასავლურმა პრესამ ბერვი ვერაფერი გაარკვია, ისიც უცნობია, რამდენი წლისაა მომღერალი.

საინტერესოა, რომ ხენ სონ ვოლი ჩრდილოეთ კორეაში ყველაზე პოპულარული გოგონების ჯგუფის, „მორანბონის“ სოლისტია, ამ ჯგუფს ჩრდილოეთ კორეულ Spice Girls-ს ეძახიან. ცნობილია, რომ კოლექტივის ყველა სიმღერის ტექსტი კიმ ჩენ ინის პარტიის მიერაა მოწონებული, თეამტიკა კი პარტიულია.

აღსანიშნავია, რომ გოგონები ხშირად იპარავენ ცნობილ მელოდიებს და მას საკუთარ ტექსტს არგებენ. მაგალითად მათი ყველაზე პოპულარული ჰიტი ფრენკ სინატრას My Way-ს მელოდიაზეა გაკეთებული. ჯგუფის შემადგენლობაში 10 გოგონაა, აქედან 5 ვოკალისტია. ამბობენ, რომ ჯგუფის თოთოეული წევრი კიმ ჩენ ინმა საგანგებოდ შაერჩია, გოგონები კარგად ფლობენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და უამაღლესი სამხედრო წოდებაც აქვთ. თავად ხონ სონ ვოლი წლების მანძილზე კიმ ჩენ ინსაც ხვდებოდა, მოგვიანებით კი ლიდერის პირად მცველს გაჰყვა ცოლად. დადიოდა ჭორები, რომ კიმ ჩენ ინმა ყოფილი შეყვარებული სიკვდილით დასაჯა, თუმცა ეს ჭორები სამხრეთ კორეაში მომღერლის ვიზიტის შემდეგ გაბათილდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები