LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭუბერის ცენტრალური გზა გაიწმინდა

71

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის სოფელ ჭუბერში ცენტრალური გზა გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარე ნენსკრას კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოები, რათა არ მოხდეს გზების განმეორებით დატბორვა.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები დროებითი ხიდების განსათავსებლად. ადგილზე მობილიზებულია 10-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა და დეპარტამენტის სპეციალისტები სტიქიისა და ნაპირდაცვის მიმართულებით.

5 ივლისის სტიქიის შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები