LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არ გავდივართ ეთერიდან, ჩვენ ვერ გაგვიყვანთ ეთერიდან – ნიკა გვარამია

23

„რუსთავი 2“ მუშაობას განაგრძობს და ეთერიდან არ გადის, ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ არ გავდივართ ეთერიდან, ჩვენ ვერ გაგვიყვანთ ეთერიდან. თუ გამორთავთ ეთერს და გაგვიყვანთ აქედან, მოგიწევთ კიდევ უფრო მეტი ზიანის აღება საკუთარ თავზე და ქვეყნის დაზარალება შეუქცევადად, რისი სურვილიც ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ, ამ ქვეყნის მოქალაქეები და პატრიოტები. ეს ადამიანები, ვინც ჩვენს უკან დგანან, მათთვის ქონების გადაცემის შემთხვევაში, ისინი უზრუნველყოფენ არხის გამართულად ფუნქციონირებას, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას, მის შემოსავლებს და ისე, რომ ქიბარ ხალვაშს გავუსტუმროთ თანხა. ისინი არ გაასხვისებენ ამ არხს. შეგვიძლია ეს პირობაც ჩავდოთ არხის გადმოცემის პირობაში. ეს ჩვენი ბოლო სიტყვაა, ბურთი ახლა თქვენს მოედანზეა. თქვენ მოკალით სიტყვის თავისუფლება და სასამართლო ხელისუფლება, გთავაზობთ გამოსავალს ამ გამოუვალი მდგომარეობიდან. „რუსთავი 2“ დარჩება ეთერში და ხმამაღლა გავიგებთ ამ გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც მიიღებთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, არხი ტელეკომპანიის კოლექტივს მიჰყიდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები