LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ არ ვართ მარტო ამ სახლში!” – ბავშვების ფრაზები, რომელიც უფროსებს ძალიან აშინებს

194

პატარა ბავშვები მშობლებს ხშირად ეუბნებიან ისეთ რამეს, რაც უფროსებს შიშის ზარს სცემს. საუბარი არ არის გამოგონილ მეგობრებზე, უბრალოდ – ბავშვებს უკეთესი ინტუიცია აქვს და როგორც პარანორმალური მოვლენების სპეციალისტები ამბობენ, პატარა ასაკში ადამიანები ხედავენ სულებს.

The Sun – მა რამდენიმე შემზარავი ამბავი შეკრიბა, რომელსაც უფროსები ჰყვებიან.

ghost2_2709733a

  1. ჩემმა მეგობარმა მთხოვა, სანამ სახლში დაბრუნდებოდა, მისი შვილის  მისახედად მივსულიყავი. სახლში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. ბავშვმა მიიხედ-მოიხედა და მიჩურჩულა : „ჩვენ არ ვართ მარტო ამ სახლში“.
  2. ჩემი 3 წლის შვილი რაღაცას აფერადებდა და თან მღეროდა. გავჩერდი, რომ მისთვის ყური დამეგდო, მივხვდი, რომ არასოდეს მომესმინა ეს სიმღერა აქამდე და ვკითხე, სად ისწავლა. ბავშვმა მიპასუხა : „ჩემს საძინებელში რომ ქალია, მან მასწავლა“.
  3. შუაღამისას გავიღვიძე და დავინახე ჩემი 3 წლის შვილი ჩემს გვერდით იწვა და ეღვიძა. ვკითხე, რატომ მოვიდა ჩემთან, მან კი მიპასუხა, რომ სანამ მეძინა, ჩემთან ახლოს მყოფი მანათობელი თვალებისგან მიცავდა.
  4. როდესაც ძალიან პატარა ვიყავი, მშობლებს მივუთითე ეზოში ხეზე და ვუთხარი, რომ ეს ხე მოკვდებოდა. ყურადღება არავინ მომაქცია, მეორე დღეს კი ხე სრულიად უმიზეზოდ წაიქცა და ბაბუას მანქანას დაეცა.
  5. სანამ ექიმთან ვიყავი ვიზიტზე, ბავშვი დედაჩემს დავუტოვე. მან ბებიას უთხრა : „დედა აღარ დაბრუნდება, ის ძალიან, ძალიან საშიშ ავარიაში მოყვა და ჩვენთან აღარ მოვა.“ ზუსტად იმ დროს მე ნამდვილად მოვყევი ავარიაში, რომელმაც კინაღამ მიმსხვერპლა.
  6. როდესაც 4 წლის ვიყავი, დედამ აღმომაჩინა სააბაზანოში, სადაც შეყვანილი მყავდა ჩემი ბარბები და სავსე აბაზანაში სახით ქვემოთ ვაცურავებდი. როდესაც მკითხა, რატომ ვაკეთებდი ამას, ვუპასუხე :“გარდერობში რომ კაცია, მან მითხრა, რომ თუ თოჯინებს არ ვაცურავებდი სახით ქვემოთ სავსე აბაზანაში, მე აღმოვჩნდებოდი ბარბების ნაცვლად ასე“
  7. ჩემი და ჰეილი ბებიას გარდაცვალებიდან 2 თვის შემდეგ დაიბადა. ერთ დღესაც ჰეილიმ გაიღვიძა და განაცხადა, რომ მისი 95-ე დაბადების დღე იყო. როდესაც ავუხსენით, რომ ცდებოდა, დაიწყო ტირილი და ამბობდა, რომ მას ირენი ერქვა (ბებიას სახელი) და არა ჰეილი. ეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა, მეორე დღეს კი აღარაფერი ახსოვდა.
  8. ჩემმა პატარა ბიძაშვილმა მითხრა, რომ მისი გამოგონილი მეგობარი „ჩაკი“ სთხოვდა, მოეკლა მამამისი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ სახლის ეზოში ადრე ყოფილა აუზი, რომელიც მას შემდეგ ამოავსეს, რაც სახლის ძველმა მფლობელმა მასში თავი მოიკლა. მამაკაცს ჩაი ერქვა.
  9. ჩემმა დამ მის „გამოგონილ“ მეგობარზე გვიამბო :

„ის ზის ჩემს საწოლზე და დედას ელოდება. არ აქვს უფლება, სახლში მარტო წავიდეს, მკლავის გამო.“

როდესაც ვკითხეთ, რა სჭირდა მკლავზე, გვიპასუხა :

„დედამ მანქანით გადაუარა, როდესაც ასფალტზე ცარცით ხატავდა. ამიტომ სულ ტირის, არ მოსწონს, რომ მკვდარია.“

  1. ჩემმა შვილმა მომიყვა „მკვდარი ქალის შესახებ, რომელსაც ლურჯი კანი აქვს, შავი ვალები და არ აქვს კანი“. ქალი, სავარაუდოდ ჩვენს სახლში ადრე ცხოვირობდა. ბავშვის თქმით, ქალი მუდმივად დაგვდევს და გვიყურებს, ერთხელ კი მან მანქანაშიც მოისურვა ჩვენთან ერთად ჩამჯდარიყო, თუმცა რადგან ეს მანქანა იყო და არა ოთახი, არ ჩაჯდა.
  2. შუაღამისას, აბსოლუტურ სიჩუმეში ჩემი პატარა და მომიბრუნდა და მითხრა : „გესმის, რომ ლაპარაკობენ?“
  3. საზაფხულო ბანაკში ვმუშაობ და თამაშისას ერთ-ერთი ბავშვი რაღაც ნივთებს მესროდა.

„ნუ მესვრი, ფრთხილად იყავი, თორემ თუ მოვკვდი, მერე ვეღარ გეთამაშები,“ – ვუთხარი მერე.

ბავშვმა თვალი მშვიდად გამისწორა და მიპასუხა :

„შენ ვერა, მაგრამ მე შევძლებ მერე ვითამაშო შენთან“.

  1. 2 წლის ბავშვს ვუვლიდი. ვთამაშობდით კუბებით და ვიცინოდით. უცებ მომიბრუნდა და სერიოზული სახითა და ხმით მითხრა : „მე შენ თავში გესვრი და მოგკლავ“. ამის შემდეგ დამალობანა ვითამაშე და ძალიან მეშინოდა, როცა მპოულობდა.
  2. 3 წლის შვილთან ერთად მივდიოდი ხალხით სავსე სავაჭრო ცენტრში, ის ყველას ესალმებოდა გარშემო. უცებ მივიდა ერთ მამაკაცთან და უთხრა „შენ მოკვდები“, ამის შემდეგ კი გააგრძელა სეირნობა და ხალხთან მისალმება, ძალიან შემზარავი იყო.
  3. პატარა ბავშვის ძიძა ვარ, რომელიც ახლა სწავლობს საუბარს. ვსეირნობდით სასაფლაოსთან, რომელიც ჩვენს მეზობლად არის. მიმითითა საფლავებისკენ და მითხრა „ხალხი! ნახე, ხალხი!“ – იმეორებდა მანამ, სანამ სასაფლაოს არ გავცდით.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები