LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, როგორ უნდა ავაშენოთ ეს ქალაქი”

136

„დღეს გვაქვს შეხვედრა დიდუბის მოსახლეობასთან, მოვისმენთ მოსახლეობისგან პრობლემებს, შესაბამისად გავცემთ პასუხებს, როგორი იქნება ჩვენი გადაჭრის გზები და პროგრამული ხედვები,“ – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა, წერეთლის გამზირზე მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მოსახლეობას, ასევე, შეხვდა „შენების მოძრაობის“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნათია ქობალია. ქობალიას თქმით, „შენების მოძრაობა“ მოსახლეობასთან წინასაარჩევნოდ ტყუილი დაპირებებით არ წარდგება.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, როგორ უნდა ავაშენოთ ეს ქალაქი. ამდენ პრობლემას გადაჭრის ერთადერთი გზა აქვს – სწორად გადაჭრის გზა. დღეს ყველაზე მთავარი და ძირეული პრობლემა მოსახლეობისთვის ეკოლოგიური დაბინძურების საკითხია. იქიდან გამომდინარე, რომ დიდუბეში ორი ბაზრობაა, მოსახლეობას ტროტუარზე გადაადგილების ძალიან დიდი პრობლემა აქვს, შესაბამისად, ამ პრობლემების მოგვარებისთვის პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ აქტიური დეპუტატი იყოს საკრებულოში, რომელიც ამ მოქალაქეების უფლებებს დაიცავს,“ – განაცხადა ნათია ქობალიამ.

თენგიზ შერგელაშვილი ნათია ქობალიასთან ერთად დიდუბის მოსახლეობას დღეს წერეთლის #55-ში მდებარე სკვერში შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები