LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ გვინდა ჩვენი მშობლები ცოცხლები იყვნენ”- 9 წლის გოგონას ემოციური გამოსვლა (VIDEO)

35

“მინდა გესაუბროთ იმაზე, თუ რას ვგრძნობ…

სირცხვილია, რომ ჩვენს მამებს და დედებს კლავენ, ჩვენ კი მათ ვეღარასოდეს ვნახავთ.

სირცხვილია, რომ ჩვენ მათ საფლავებზე უნდა მივიდეთ და დავმარხოთ. ჩვენ არ უნდა ვტიროდეთ, ჩვენ გვინდა ჩვენი მშობლები ცოცხლები იყვნენ”,- ამ სიტყვებით წარდგა 9 წლის ზიანა ოლიფანტი შარლოტის შტატის საბჭოს შეკრებაზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში, ფერადკანიანი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას მიეძღვნა.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტში მოკლული მამაკაცის მეუღლემ მკვლელობის წინ გადაღებული ვიდეო გაავრცელა.

ჩანაწერის მიხედვით, ქალი პოლიციელს სთხოვს, არ ესრლოს მის ქმარს, რომელსაც იარაღი არ ჰქონდა.

პოლიციის მტკიცებით კი ფერადკანიან მამაკაცს მას შემდეგ ესროლეს, რაც ის იარაღით ხელში გადმოვიდა მანქანიდან.

შარლოტში მომხდარი მკვლელობის გამო, ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს, მოკლეს აქციის ერთი მონაწილე.

არეულობის გამო, ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები