LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ ხალხს ვიტაცებდით და დედას ვუ…ავდით და წინ არ დახვედრიათ არაფერი” – სუბელიანის ფარული ჩანაწერი

62

სუბელიანი მოწმეებს იტაცებდა და ჩვენებების მოსაცემად სცემდა – აღნიშნულ ინფორმაციას p.s. ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, თავად მირზა სუბელიანი ამბობს.

ჩანაწერში ჩანს, რომ სუბელიანი წინასწარ არის ხელისუფლებასთან შეთანხმებული, რამდენი ხანი უნდა იჯდეს ციხეში – ერთი წელი პატიმრობა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი. სუბელიანი იმასაც ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება, პირობითს იყიდის. ის დეპუტატ ჯაფარიძეს სთხოვს, მინისტრს გახარიას, მათი გარიგების პირობები შეახსენოს.

„ფორტუნა“ ჩანაწერის იმ ნაწილის ტექსტურ ვერსიას გთავაზობთ, სადაც სუბელიანი ნავთლუღის, მერაბიშვილის, ეკა ბესელიას და სხვა საქმეებზე საუბრობს.

მირზა სუბელიანი – იმ კაცთან მიდის საუბარი, რომელთანაც ქალაქის პროკურორი რომ იყო (თან ასე უთხარი სიტყვა -სიტყვით ეგ ყ..თქო) და ნავთლუღის სპეც. ოპერაციის საქმეები რომ იყო და ვერ ტეხდნენ, მოგვყავდა და ვცემდით, იმიტომ რომ ამათ გაეხსნათ.

ვიქტორ ჯაფარიძე – ვის სცემდით?

მირზა სუბელიანი – აბა როგორ იძლეოდნენ ჩვენებებს და აბა როგორ გაიხსნა?! თეთრაძის საქმე როგორ გაიხსნა?!

ვიქტორ ჯაფარიძე – სოზარმა რა თქვა, ხომ იცი? შაყულაშვილმა გახსნაო

მირზა სუბელიანი – ქალაქის პროკურატურა იძიებდა საქმეებს და ოპერატიულად უზრუნვეყოფას ჩვენ ვიღებდით თავზე, ჩემი პირადი შემადგენლობით. ეს, ლუკა, მიშა…

დათო ხუციშვილი – პროკურორებმა წამოიღეს თავისი ლეპტოპები და მოვიდნენ ჩვენთან გენ. ინსპექციაში და ასე ვეუბნებოდი პირდაპირ, ამათ დედას მოვუტ..ავ და როგორ გარბოდნენ

მირზა სუბელიანი – ორ შვილს ვფიცავარ, მანქანებიდან ვაბრუნდებდი ქალაქის პროკურორის მოადგილეს და იმათ და მაშინ არ დამიზღვევია თავი და ახლა კიდევ თავს ვიზღვევ თურმე გაიგე? ამ ყ..ბაზე

ვიქტორ ჯაფარიძე – იმათ ვუთხრა ეგ?

მირზა სუბელიანი – არ ვიცი ეხლა იმათ რა უნდა უთხრა

ვიქტორ ჯაფარიძე – ბოლოს ყველაზე კაი მითხარი

მირზა სუბელიანი – არაფერი არ უნდა, წაიღონ – მოვიყვან ძმაო კაცს, ვისაც დავალებას აძლევდა და ვისაც… მაგ თუ იქ იზღვევს თავს და აქ თავის დაზღვევა არ უნდოდა იქ დაიზღვევდა თავსთქო დაანებონ ამ ბიჭს თავი

ვიქტორ ჯაფარიძე – პირობა მომეცი, რომ თავს ნუ მოიმკვდარუნებ

მირზა სუბელიანი – გუშინ უბრალოდ არ მძინებია. დამეწყო გონკები ეგ რომ მითხარი. ჯანზე ვარ.

დათო ხუციშვილი – წავიდეთ დავიშალოთ?

მირზა სუბელიანი – გასძახე იმათ ბიჭებს… იმიტომაც ვთხოვე სოზარის ამ ბიჭებზე დასაქმებულები იყვნენ. ვანოს თემაც ამათი გაკეთებულია. ამ სპეც. ოპერაციის თემაც ამათი გაკეთებულია. ყველაფერი ამათი გაკეთებულია, ამხელა თემები რომ აქვს კაცს გაკეთებული… გახარია რომ ბიზნეს-ომბუდსმენი იყო, ჩვენ ხალხს ვიტაცებდით და დედას ვუ…ნავდით და წინ არ დახვედრიათ არაფერი.

ვიქტორ ჯაფარიძე – მოვუყვები ახლა ამას ყველაფერს

მირზა სუბელიანი – არა, სალაპარაკოდ და სავაჭროდ კი არ ვამბობ, ეხლა მოგიყვან კაცსთქო, ნავთლუღის სპეცოპერაციაა, ვინც დაუჯდება და მოყვება რა დავალებები მაქვს ამისთვის მოცემული. მეტი რად გინდა. ეს დავალებები რაც გვაქვს ჩვენ შესრულებული, დაფაილებული გვაქვს თან. იქ თუ მე თავს … რატომღაც გონია, ასე იდგნენ მუხლის ჩოქით, სიები მოქონდათ შოთაძეს ა იმას ნიკამ უარი უთხრა და გამოყარა, მოდი თქვენ შეასრულეთო, ერთი ფაქტი მითხარი. კბილაშვილი შემომყავდა ღარიბაშვილი შემომყავდა… ღარიბა იყო, სადმე გაბაზრდა?! ვინმეს შემოყვანის ფაქტი გაბაზრდა? და ბოლო-ბოლო ვანოს თემა

ვიქტორ ჯაფარიძე – იტოგში მე არ ვიცი რა თემაა და საიდან მოდის ეგ თემა, იმდენი გვაქვს ოპერატიულად გაკეთებული ძმაო, ჩვენ ერთი გზა გვაქვს, ესენი რომ თავს იზღვევენ ძმაო ისინი რომ მოვიდნენ დედას მოგვი..ვენ სათითაოდ მე ჩემებმა მომი…ნეს დედა სანამ ისინი მოვიდოდნენ.

დათო ხუციშვილი – მე ვიყავი ვანოსთან შესული… ექვსი თვე მელოდებოდნენ ამერიკიდან სანამ ჩამოვიდოდი, რომ დავეკითხე მაგ საქმეზე, რომ იქ გაეგზავნათ

მირზა სუბელიანი – და არც ერთ ბიჭს ჩვენება არ მიუცია. არც ერთი არ გაბოზებულა. ეკა ბესელიაზე ინფორმაციები მოდიოდა და იმაზე დაკითხული რომ ვარ, ოპერატიული ინფორმაციები უდოს საქმეზე. ერთი საქმე ნახონ, სადაც მე მივდივარ სახელმწიფოს წინააღმდეგ, შენ მაინც არ იცი რამდენჯერ კედელთან მიმამწყვდიეს? ისიც იცი რაზბორკები რომ იყო და მე და შენ რომ ვიჯექით, იქაც არ ვთქვი რომ სოზარის დავალებაათქო. აბა ეხლა მეტი რა გავაკეთო ეს დედა….ლი.

რა არი იცი. ამიტომაა პოლიტიკა კაი, პოლიტიკურად ყველანაირად ხსნი გესმის? მუნდირი რომ არ გაქვს ვერ ხსნი.

მაშინ ცრუ ჩვენებაზე კი არ წამიყენონ მუხლი, წამებაზე წამიყენონ, ბაჩო ახალაიას მოწმეებს რომ ვაწამებდით და როგორ მისცეს… ციხის ბუნტის თემა როგორ გავხსენით, გაიხსენე. მე და გიომ ცხონებულმა, გიო შევუშვი ქურდებთან, ქურდებს მივაცემინეთ ჩვენებები, უპრეცედენტო რაღაცა მოხდა, ვაბშე ისტორიაში. მარტო ერთი საქმე რად ღირს. მაგ საქმეზე დაუყენეს განაცენი“ – ისმის რ2-ის მოპოვებულ ჩანაწერში.

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამაა და სწორედ ამ საქმეზეა დაკავებული.

ჩანაწერებზე პროკურატურამ გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა ამის შესახებ გაცხადება დღეს გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157’-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333- ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები