LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ კვლავაც შევიძენთ მნიშვნელოვან შეიარაღებას აშშ-სგან – ლევან იზორია

72

კვლავაც შევიძენთ მნიშვნელოვან შეიარაღებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.

მისივე თქმით, ბრიუსელში ვიზიტისას დაიგეგმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მისი თქმით, ეს იყო ისტორიული ვიზიტი, სადაც კიდევ ერთხელ ნათლად გაცხადდა, რომ თანამშრომლობა მომავალ წლებშიც იქნება მზარდი დინამიკის, როგორც აშშ-სთან, ასევე ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გამოიტქვა ინიციატივა ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის ჩამოყალიბების თაობაზე.

“მქონდა შესაძლებლობა საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი მქონოდა თავდაცვის მდივან მატისთან, რომელმაც ცალსახად მადლობა გადამიხადა იმ სამაგალითო რეფორმებისთვის, რომელიც თავდაცვის უწყებაში განხორციელდა და აღნიშნა, რომ ის ნდობა, რაც ჩვენ ბოლო წლებში მოვიპოვეთ, არის სწორედ იმ პროგრესის დამსახურება, რომელიც რეფორმების განხორციელების კუთხით გვაქვს. სწორედ ამ ნდობის შედეგად შევიძინეთ და კვლავაც შევიძენთ მნიშვნელოვან შეიარაღებას აშშ-სგან.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა მართლაც შთამბეჭდავია, რაც გამოიხატება შესაბამის სწავლებებში, უპრეცედენტო, დიდ ფინანსურ დახმარებაში, რაც მომავალში უფრო მზარდი დინამიკის იქნება. პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ასევე შევხვდით ნატო-ს გენერალურ მდივანს და ნატო-საქართველოს კომისიის სახით მნიშვნელოვანი ფორმატი შედგა, სადაც ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან ცალსახად დაფიქსირდა ის პროგრესი, რაც გვაქვს როგორც ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ასევე თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით. დავგეგმეთ მომავალი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ჩვენ წინადადებით წარვსდექით, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობამ უნდა მიიღოს უფრო ფართო ფორმატი, რაც იქნება მეტი ნატო-ს ყოფნა და მეტი ნატო-ს უზრუნველყოფა საართველოში. ეს კონკრეტულად გამოიხატა ჩვენი მხრიდან ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის ჩამოყალიბების ინიციატივაში, ეს ინიციატივა ძალიან დადებითად იქნა მიღებული და ჩვენ მომავალ თვეებს სწორედ ამ ინიციატივის უფრო კონკრეტული სახით ჩამოყალიბებას დავუთმობთ. ასევე, განსაკუთრებულად შევეხეთ ნატო- საქართველოს თანამშრომლობაში უპრეცედენტო სწავლებებს, რომელიც 2019 წლის მარტში ჩატარდება და იქნება კიდევ ერთხელ მკაფიო დასტური იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. ეს არის მართლაც მისალოცი ფაქტი და წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე,“ – განაცხადა იზორიამ.

მისვე თქმით, ნოემბერში შეხვდება სააფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, ხოლო ნოემბრის დასასრულს, გერმანიის თავდაცვის მინისტრს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები