LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ მივდივართ მგლის ხახაში – ადა მარშანია რუსეთში ვიზიტზე

46

„გამართლება ყველა ქმედებას აქვს, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას,“ – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ადა მარშანიამ, რუსეთში შესაძლო ვიზიტის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

მარშანიას თქმით, ბოლოს და ბოლოს უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ გასააზრებელია ახალი პოლიტიკა.

27 სექტემბერი არის ტრაგედიის დღე და ეს გრძელდება დღემდე. კატეგორიულად მიგვაჩნია, რომ ვიზიტი როგორც მოსკოვში, ასევე, ბრიუსელში, ტოკიოში და ა.შ., არის გარდაუვალი და ამაში გადასარევი არაფერია. რუსეთი ამ კონფლიქტში მონაწილეობდა და ჩვენი ნათესავები დაგვიხოცეს. შესაბამისად, ჩვენ მივდივართ მგლის ხახაში,“ – განაცხადა ადა მარშანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები