LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ რევოლუციურ გარდასახვებს შევიტანთ ქალაქის განვითარებაში – კახა კალაძე

50

“ეს არის ბიუჯეტი, რომელიც არა ჩემი და ჩემი თანაგუნდელების, არამედ თბილისელების სურვილებზეა მორგებული. ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი უნდა განიხილონ.

„ეკოლოგიური მდგომარეობა, საცობი, პარკინგი, ცხოველთა დაცვის კუთხით არსებული პრობლემები, უსახური შენობები და ქალაქში არსებული სხვა პრობლემების ფონზე მაქვს გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა, ვიყო თბილისის მერი. ჩვენ რევოლუციურ გარდასახვებს შევიტანთ ქალაქის განვითარებაში.

ბიუჯეტი, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, არის არა ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ინტერესებზე, არამედ თბილისელების სურვილზე მორგებული. ვისაც თბილისისთვის სიკეთე სურს, ამ ბიუჯეტს მხარს დაუჭერს. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები