LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ შეყვარებულები ვართ“- მეგან მარკლი ჟურნალ Vanity Fair-ის მთავარი გმირია

91

პრინცი ჰარის რჩეული, კანადელი მსახიობი მეგან მარკლი ჟურნალ Vanity Fair-ის ოქტომბრის ნომრის გარეკანზე გამოჩნდება. გამოცემასთან მსახიობმა სამეფო ოჯახის წარმომადგენელთან რომანის შესახებ პირველად ისაუბრა. მათ ერთმანეთი 2016 წლის ივლისში საერთო მეგობრის საშუალებით გაიცნეს და მას შემდეგ ერთად არიან.

მეგანის თქმით, ამის შემდეგ, მის ცხოვრების სტილში ბევრი არაფერი შეცვლილა:

„ერთმანეთს ჩუმად დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ვხვდებოდით, ამის შემდეგ ყველამ ყველაფერი გაიგო. მთელი ამ დროის მანძილზე მე ვმუშაობდი. ერთადერთი, რაც შეიცვალა, არის ის, თუ როგორ აღმიქვამს ხალხი, თუმცა მე ყოველთვის ისეთად დავრჩები, რაც ვიყავი“.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილის მიმართ ინტერესი დიდია, მსახიობი ირწმუნება, რომ მათი ურთიერთობა „უბრალოა“: „ჩვენ უბრალოდ ვართ ორი ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ და ბედნიერები არიან ამით“. ის აღიარებს, რომ ამ ურთიერთობაში მათ პერიოდულად სირთულეებიც აქვთ, კონკრეტულად კი ის, რომ პრინცთან რომანის გამო მსოფლიო მედია მის სახელს ძალიან ხშირად ახსენებს.

„ჩვენ წყვილი ვართ. ჩვენ შეყვარებულები ვართ. დარწმუნებული ვარ, მოვა დროს, როდესაც კიდევ უფრო შორს წავალთ და შეგვეძლება საკუთარი ისტორიის მოყოლა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია. იმედი მაქვს, ხალხი ამას გაიგებს“.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პრინცმა და მისმა რჩეულმა აფრიკაში სამ კვირიანი დასვენება დაასრულეს, რომელიც მსახიობის  36-ე იუბილეს დაემთხვა. დადის ხმები, რომ აფრიკაში, 32 წლის პრინცმა საყვარელ ქალს ხელი სთხოვა, თუმცა წყვილი ამ ინფორმაციის აფიშირებას ჯერ არ აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები