LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე – საქართველოს მთავარი პროკურორი სააკაშვილის ექსტრადირებაზე

41

„ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან – უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან, საკმაოდ აქტიურად,“ – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ  მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

ის ამბობს, რომ სააკაშვილის ექსტრადირებისთვის უკრაინის კონსტიტუცია შემაფერხებელი ფაქტორია. თუმცა, დასძენს, რომ ამის მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოსთვის გადმოცემის თემაზე მუშაობა მიმდინარეობს.

მთავარი პროკურორის განცხადებით, ექსტრადირების მოთხოვნაზე მიმართვა კვლავ გაგზავნილია.

„ჩვენ ორჯერ გვაქვს გაგზავნილი ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში, რაზეც მივიღეთ უარი. ეს მოთხოვნა გაგზავნილია. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან – უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან საკმაოდ აქტიურად, თუმცა დღესდღეობით შემაფერხებელი გარემოება მისი ექსტრადირებისა საქართველოში სამართლებრივად არის მათი კონსტიტუცია, რომლის თანახმად, უკრაინის მოქალაქის ექსტრადირება არ შეიძლება. მაგრამ, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე,“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები