LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოსახლეობა სტიქიისგან დავიცვათ”

34

პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომში გაჩენილ ხანძრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, თურქეთის ტყეების სამინისტროსთან მოლაპარაკებები უკვე შედგა.

კვირიკაშვილის თქმით, დამატებითი ტექნიკა ადგილზე მუშაობას დილიდან დაიწყებს.

ამ დროისთვის, კი პრემიერის თქმით, ცეცხლის ყველა კერაზე სახანძრო ბრიგადებია გაგზავნილი.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ სტიქიისგან და ჩვენ ამისთვის გვაქვს შესაბამისი ძალები.

ამასთან, შედგა საუბარი მეზობელ ქვეყნებთან, თანხმობა უკვე მიღებულია და საქართველოს სტიქიასთან ბრძოლაში დახმარებას აღმოუჩენენ თურქეთი და აზერბაიჯანი, საჭირო დამატებითი ტექნიკა მუშაობას დილიდან დაიწყებს. 

ყველა კერაზე მობილიზებული გვყავს სახანძრო ბრიგადები, ყველაზე მასშტაბურ კერაზე ხანძრის ლოკალიზებისთვის მიდის აქტიური მუშაობა”  განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები