LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ადგილი ევროპის ოჯახშია – მიხეილ ჯანელიძე

83

ევროპის დღე მოსახლეობას, ასევე, მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ. ჯანელიძემ ევროკავშირი შეაფასა, როგორც უნიკალური გაერთიანება, რომელმაც უზრუნველყო მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

“ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო, ევროპის ნაწილი, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ჩვენი ადგილი ყოველთვის იყო ევროპის ოჯახში. ამიტომ ჩვენთვის არის ძალიან სასიხარულო ის წარმატება, რომელიც დღეს ევროკავშირს აქვს და, ასევე, ის ამბიციებიც, რომელიც აქვს, როგორც გაფართოების მიმართულებით, ასევე სამეზობლოში მეტი სტაბილურობისა და განვითარების შესაქმნელად”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები