LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ამოცანაა, ევროპის საბჭოს მონოტორინგის ეტაპიდან გადავიდეთ პოსტმონიტორინგის ეტაპზე – ჩუგოშვილი

59

ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო ევროპის საბჭოს მონოტორინგის ეტაპიდან გადავიდეს პოსტმონიტორინგის ეტაპზე, რასაც ვიმსახურებთ დემოკრატიული განვითარების დონით, – „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობს.

“ძალიან აქტიურ მონაწილეობას ვაპირებთ როგორც საკომიტეტო, ასევე, პლენარულ სესიაზე დაგეგმილ განხილვებში. ამ სესიებზე მონაწილეობისთვის ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის ის, რომ საქართველო მონოტორინგის ეტაპიდან გადავიდეს პოსტმონიტორინგის ეტაპზე, რასაც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს თავისი დემოკრატიული განვითარების დონით”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სტრასბურგში 24-28 აპრილს იმართება.

ცნობისთვის, როგორც ევროპის საბჭოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს ორგანიზაციის სტანდარტებთან დაახლოების პროცესში დემოკრატიის განვითარების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით. მონიტორინგის საგანგებო მექანიზმების საშუალებით საბჭო თვალყურს ადევნებს საქართველოს პროგრესს ამ სფეროებში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, მათ შორის, რეგულარულად ამზადებს საქართველოს, როგორც წევრი ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიშებს. საქართველო საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილია დელეგაციით, რომელიც 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან შედგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები