LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი ამოცანაა,პრეზიდენტი ძლიერ არბიტრად ჩამოყალიბდეს,”-ირაკლი კობახიძე

41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტს საპარლამენტო სისტემაში არბიტრის როლი აქვს და ამ სისტემის ფარგლებში პრეზიდენტი არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური ფიგურა. ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან კომისიის წევრებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ხედვა გააცნო.

„ჩვენი ამოცანა არის, კონსტიტუციით უზრუნველვყოთ პრეზიდენტის, როგორც ძლიერი არბიტრის ჩამოყალიბება და პრეზიდენტი ჩამოვაყალიბოთ არა როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ საზოგადო ფიგურა, საზოგადო დატვირთვით, როგორც ეს არის საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები