LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მოლოდინი და იმედი ბოლო დღეს უკავშირდება: გიორგი ასანიძის შეფასება

59

სპლიტში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში.
77 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით გიორგი ლომთაძე გამოვიდა. გიორგის გამოსვლაზე და ჩვენი ნაკრების პერსპექტივაზე საუბრობს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე.
გიორგი ასანიძე:
დამთავრდა 77 კილოგრამში ორივე, A და B ჯგუფი და დამაჯერებლად მოიგო რუმინელმა, რომელიც ისევე, როგორც ჩვენი გიორგი ლომთაძე, Bჯგუფშიმონაწილეობდა. პირველ რიგში, მინდა შევეხო გიორგის გამოსვლას, რომელიც ატაცში ძალიან კარგად გამოვიდა და აკვრაში – აკლდა თავდაჯერებულობა. ამას აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი. ოჯახის წევრის გარდაცვალება ძალიან დიდი ტრაგედიაა.
რაც შეეხება გიორგის, ამ ტრაგედიის ფონზე, მან მაინც შეძლო გამოსვლა. ატაცში ლომთაძემ 146 კილოგრამი დააფიქსირა, სამივე მისვლა გამოიყენა და აკვრაში – 165 კილოგრამზე გაჩერდა. გიორგიმ 170 კილოგრამიც ასწია, მაგრამ მსაჯებმა არ ჩაუთვალეს და ჩემი აზრით, იქ იყო დარღვევა. ეს შედეგი, 170 საბოლოო განლაგებაზე დიდად არ იმოქმედებდა, მაგრამ მაინც. სამუშაო დრო ჯერ გვაქვს და მჯერა, რომგიორგიგააუმჯობესებს თავის შედეგებს. არის ტურნირები, სადაც ეს ბიჭი უნდა გამოვიდეს.

ნაკრების სხვა წევრებზე
ჩვენი მოლოდინი და იმედი უკავშირდება ბოლო დღეს, როდესაც მძიმე წონაში ჩვენი ორი ათლეტი გამოვა, მაგრამ მანამდე ტურნირში ჩაერთვება ჩვენი გოგონა ანასტასია გოტფრიდი. ის 90კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის. ანასტასია ორი დღის წინ შემოგვიერთდა და ძალიან კარგ ფორმაშია. სამწუხაროდ, მიიღო მუხლის ტრავმა, მაგრამ ჩვენი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი ყველაფერს აკეთებს,რომ ანასტასიას ეს ტრავმა მოურჩინოს.

ლაშა ტალახაძეზე
რაც შეეხება ლაშას, კმაყოფილი ვარ. ჯერ იმ ვარჯიშებით, რაც აქ ჩამოსვლამდე ჩავატარეთ და შემდეგ უკვე, აქ, ადგილზე. ლაშა ფორმაშია.

ირაკლი თურმანიძეზე
კუნთი აქვს გაგლეჯილი, მაგრამ ტურნირისთვის მზად იქნება. ირაკლი გუნდის კაპიტანია და მედლისთვის უნდა იბრძოლოს. ყველაფერს ფიცარნაგი გვაჩვენებს.

პირობებზე
ატმოსფერო ძალიან კარგია. ორივე დარბაზი, როგორც სავარჯიშო, ასევე – საშეჯიბრო მოგვწონს, გვაკმაყოფილებს. ქალაქი ძალიან საინტერესოა. მოკლედ, ყველაფრით კმაყოფილები ვართ. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები