LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაა”

67

“ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაა” – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

წარმომადგენლებთან საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩინეთიდან საქართველოში საწარმოო სიმძლავრეების გადმოტანის საკითხზე.

ქუმსიშვილმა აღნიშნული განცხადება, საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მეორე სემინარის შემდეგ, ჟურნალისტებთან გააკეთა.

„შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს გარკვეული ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა ჩინეთიდან. ჩინეთთან თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული თვალსაზრისით. ჩვენ გვსურს აბრეშუმის გზა აღორძინდეს, რადგანაც საქართველო ისტორიულად იყო და რჩება აბრეშუმის გზის ნაწილად. უმოკლესი გზა ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით სწორედ საქართველოზე გადის და ჩვენი ქვეყნის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია, სრულად გამოიყენოს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი და გაზარდოს და განავითაროს თავისი ისტორიული როლი აბრეშუმის გზის შემადგენლობაში,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმ გამოცდილების გაზიარება ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, რომელიც ჩინეთის ძიანგსის პროვინციას გააჩნია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები