LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი, რუსეთმა დაიწყო ომი – თეა წულუკიანი

222

ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი, უცვლელი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ქართველი ხალხი, მთავრობა, მთავრობის სახელით იუსიტიციის სამინისტრო იცავს სტრასბურგში და ეს პოზიციაა, რომ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპულ სასამართლოში ქართულმა მხარემ წარადგინა სხვადასხვა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთი შემოესია საქართველოს, მათ შორის ტერიტორიებზე და არა მხოლოდ საჰაერო სივრცეში.

“ქართულმა მხარემ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დროულად მომხდარიყო კონფლიქტის ხაზიდან უკან დახევა, რომ უფრო მეტი მსხვერპლი ყოფილიყო თავიდან აცილებული და ძალიან იმედიანად ვარ, რომ საქართველოს ისტორიაში ძალიან მალე იქნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი,” – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები